უოტფორდი პრესტონთან დამარცხდა - ჩაკვეტაძე საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-8 ტურში ,,უოტფორდი'' ,,პრესტონთან'' სტუმრად 0:3 დამარცხდა.
სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.
ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-სგან 7.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა (ყველაზე მეტი უოტფორდის რიგებში).
ჩაკვეტაძემ, რომელიც ბურთს სულ 64-ჯერ შეეხო, 44-დან 41 სწორი გადაცემა გააკეთა (93%) და 11-დან 6 დუელი მოიგო. მისი 5 მცდელობიდან 2 დრიბლინგი წარმატებული იყო.
ასევე ყველაზე მაღალი, 7.1-7.1 ქულით შეაფასა 24 წლის შემტევის თამაში Whoscored-მა და Flashscore-მა.
8 ტურის შემდეგ, ,,უოტფორდს'' 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 5 ოქტომბერს, ,,მიდლსბროს'' წინააღმდეგ გამართავს.
Defeat at Deepdale. #WatfordFC | @SkyBetChamp pic.twitter.com/R7wC6R5QVH
— Watford Football Club (@WatfordFC) October 2, 2024