Belive

ვლადიმირ ვაისი: "კარიერაში მქონია მატჩები, როცა პირველი მოუგებელი თამაშის მიუხედავად შემდეგ ეტაპზე გავსულვარ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, "დინამო ბათუმმა" ბრატისლავის "სლოვანთან" სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამად სლოვაკური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა და დააანონსა, რომ მის გუნდს ბათუმში რთული შეხვედრა ელის.
"შედეგი გულდასაწყვეტია, მაგრამ მე გამოცდილებაში ისეთი დაპირისპირებები მაქვს, რომლის პირველ შეხვედრაში 0:0 ვითამაშეთ, თუმცა, ბოლოს გამარჯვებას მივაღწიეთ. ვიცოდით, რომ ისინი სწრაფები არიან, ბურთთან ერთად საკმაოდ ტექნიკურები და ტაქტიკურად მომზადებულები. ასეთ მეტოქეს უნდა მოუგო მომენტების რეალიზებით. დღეს ფეხბურთში ფიზიკური მდგომარეობა გადამწყვეტია და ამაში ისინი უკეთესები იყვნენ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ეს დუელი წარმატებით დავასრულოთ. ჩვენ ვთამაშობთ ხარისხიანი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც ვიცნობ და ისინიც კარგად გვიცნობენ, რადგან იქ ხუთი წელი გავატარე. ისინი მოქნილები არიან. მათ იციან რისი გაკეთება სურთ და მუდმივად ტემპში არიან, რადგან რთული ლიგა აქვთ. მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გვქონდა. ივნისში რვა ფეხბურთელს სანაკრებო მატჩები ჰქონდა, მე კი სეზონის დასრულებისთანავე კოვიდი დამემართა. იმედი მაქვს, რომ ოთხშაბათამდე გვექნება დრო, რომ კიდევ უფრო კარგად მოვემზადოთ და ვიხილოთ გუნდი, რომელიც უფრო ახლოს იქნება ჩემს იდეებთან. მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს დავკმაყოფილდები. ნებისმიერ შემთხვევაში ბათუმში რთული შეხვედრა გველის", - თქვა ვლადიმირ ვაისმა.
"დინამო ბათუმი" ბრატისლავის "სლოვანს" 13 ივლისს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები