Belive

ვლადიმირ ვაისი: "აქ დაბრუნება ემოციური მომენტია, საქართველო ჩემი მეორე სახლია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "დინამო ბათუმი", ბრატისლავის "სლოვანს" უმასპინძლებს. მატჩის წინა დღეს, საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ბრატისლავის "სლოვანის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"მოხარული ვარ რომ აქ ვარ. საქართველოში ხუთი წელი ვიცხოვრე და ის ჩემთვის მეორე სახლივით იყო. ბოდიში იმ ფინალური შედეგისთვის, მაგრამ ეს ფეხბურთია. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს. ახლა ჩვენ ოპონენტები ვართ, თუმცა ჩემი ჩამოსვლა აქ ემოციური იყო. მე აქ არა როგორც მტერი, არამედ როგორც მეტოქე ისე ჩამოვედი. ჩაკვე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ის რამდენიმე წლის წინ არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული ფეხბურთის ტალანტად ითვლებოდა. ის თითქმის ორი წელი უფეხბურთოდ იყო ,რასაც მე დიდ სპორტულ ტრაგედიას ვუწოდებ. მე ვუყურებდი მის თამაშს "ჰამბურგში", ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ რომ ის ჩვენთანაა. როცა ის ფიზიკურად მზადა იქნება, ძალიან გამოგვადგება. "დინამო ბათუმისთვის" უპირატესობის შემნქმნელი ის ფაქტორიცაა, რომ ეროვნული ლიგა მიმდინარეობს, ჩვენთან კი ასე არაა", - თქვა ვლადიმირ ვაისმა.
"დინამო ბათუმისა" და ბრატისლავის "სლოვანის" დაპირისპირება 13 ივლისს, ბათუმში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები