Belive

"ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, კოპა ამერიკის ფინალის მსგავსად" - ლეო მესი

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილია არგენტინასთან 0:1 დამარცხდა.

ამ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთეს არგენტინის ფეხბურთელებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა

ვიცოდით, რომ კოპა ამერიკის ფინალის მსგავსად რთული თამაში იქნებოდა. მათგან დიდი ზეწოლა იყო, ჩვენ გაგვიჭირდა გრძელი პასების გაკეთება და ბურთის ფლობა, რადგან ისინი ძალიან მაღლა ამოდიოდნენ და პრესინგს გვეთამაშებოდნენ. თითოეული თამაში დეტალებისგან შედგება, ეს გამარჯვება ჩვენ გვჭირდებოდა ურუგვაისთან დამარცხების შემდეგ. ისტორიული მიღწევები ჯგუფში გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღე არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი.

-ლეო მესი

დი მარია ჩვენი ეროვნული ნაკრების ემბლემაა. ის უკვე არგენტინის ისტორიაშია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ისტორიის ძიებაშია. წინა თამაში კარგად არ გვითამაშია და როგორც საკუთარ თავს, ასევე ხალხს პასუხი გავეცით. ფიდეოს (დი მარიას) ვუთხარი, რომ ის არა მხოლოდ მნიშვნელოვან გოლებს იტანს, არამედ მას ყოველთვის დიდი წვლილი შეაქვს გამარჯვებაში. ეს ჩვენთვის დაუვიწყარი სტადიონია.

-ნიკოლას ოტამენდი

ამ მაისურისთვის მე ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს იყო შესანიშნავი წელი ეროვნულ ნაკრებში. მისი ასე დასრულება არაჩვეულებრივია. ჩვენ ყოველთვის ასე ვთამაშობთ. თუ ბურთი უნდა გვქონდეს, ჩვენ ამას ვაკეთებთ. თუ გოლი გაგვაქ, საბოლოოდ კარგადაც ვინარჩუნებთ შედეგს. ამიტომ ვართ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ისევ შევქმენით ისტორია და ჩვენ ხალხს ბედნიერება ისევ ვაჩუქეთ.

-როდრიგო დე პოლი

ლეო (მესი) მსოფლიოში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია მოედანზე ყოფნა ისეთ პირობებში, როგორიც დღეს იყო. მან ეს შეძლებისდაგვარად გააკეთა და გუნდისთვის ყველაფერი გაიღო. ვფიქრობ, ამ გუნდმა არაერთხელ აჩვენა ხასიათი. ეს არის ბრენდი, რომელსაც აქვს: ვალდებულება და ხასიათი. უზარმაზარ სიამაყეს ვგრძნობ, რომ მყავს ასეთი გუნდი.

-ლიონელ სკალონი

სხვა სტატიები