"ვიცოდი, რომ მილიონერი გავხდებოდი" - ალექს სონგმა ბარსაში გადასვლის ისტორია გაიხსენა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ალექს სონგი "ბარსელონას" 2012 წელს შეუერთდა. კამერუნელ ფეხბურთელს კატალონიურ კლუბში დიდი სათამაშო დრო არ ჰქონია. როგორც აღმოჩნდა, ეს მისთვის სულაც არ იყო პრობლემა. ალექსმა გაამხილა, რომ "ბარსაში" თამაში ფულის გამო სურდა.
2012 წელს, როცა "ბარსელონამ" კონტრაქტი შემომთავაზა, ვნახე რამხელა თანხის გამომუშავება შემეძლო და ბევრი აღარც მიფიქრია. მე შევხვდი კლუბის დირექტორს და მითხრა, რომ დიდი სათამაშო დრო არ მექნებოდა. ეს საერთოდ არ მანაღვლებდა. ვიცოდი, რომ მილიონერი გავხდებოდი. კარიერის დასრულების შემდეგ, ჩემი მეუღლე და შვილები უდარდელად იცხოვრებდნენ. დიდ ბიჭებთან ერთად დროის გატარება მსურდა. საყიდლებზე ნებისმიერ ადგილას წასვლა და გიჟური საღამოების გატარება შემეძლო. - განაცხადა ალექს სონგმა
🇨🇲📝 Alex Song: "When Barcelona offered me a contract in 2012, and I saw how much I would earn, I didn't think twice."
— EuroFoot (@eurofootcom) October 18, 2023
"I met Barca's sporting director, and he told me I would not play many games, but I didn't give a f*** –— I knew that now I would become a millionaire."
"I… pic.twitter.com/9vnTePs51i
ალექსი კატალონიური კარიერის განმავლობაში მოედანზე 65-ჯერ გამოვიდა. მოედანზე გატარებული ამ დროის განმავლობაში, ნახევარმცველმა 1 გოლის და 2 ასისტის შესრულება შეძლო.