Belive

დანი ალვეში ფეხბურთს უბრუნდება: ბრაზილიელს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე, დანი ალვეში აქტიურ სპორტში დაბრუნებას აპირებს.

42 წლის ბრაზილიელი პორტუგალიურ კლუბ სან ჟოაო დე ვერში თამაშს განიხილავს, რომელიც პორტუგალიის რანგით მესამე დივიზიონში გამოდის.

ცოტა ხნის წინ, ბაიას, სევილიას, ბარსელონას, პსჟ-ს ტურინის იუვენტუსის, სან პაულოს და პუმასის ვეტერანმა ფეხბურთელმა პორტუგალიური გუნდის თანამფლობელის სტატუსი მოირგო, ახლა კი საკუთარ გუნდში თამაშზე ფიქრობს. დანი ალვეში ახლა, ფეხბურთელის კარიერის განახლებისთვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობს.

დანი ალვეშის ოცნება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრა გახლავთ და ფორმაში შესვლას ცდილობს.

რამდენიმე თვის წინ, წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში თავისუფლების აღკვეთის შემდეგ, დანი ალვეშს ბრალდებები მოეხსნა და სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

სხვა სტატიები