ლუის გარსია: "მამარდაშვილი თავდაჯერებულია, იცის საკუთარი ძალები და შანსი უნდა გამოიყენოს"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი, ლუის გარსია ალისონის ტრავმისა და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიღებულ შანსზე საუბრობს.
"კუნთის ტრავმის გამო, ალისონი წესით კიდევ დიდხანს ვერ ითამაშებს. მამარდაშვილი წინ უნდა წავიდეს. გიორგი თავდაჯერებულია, იცის საკუთარი შესაძლებლობები და აქვს შანსი, რომელიც უნდა გამოიყენოს. ეს კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომლის ნაჩვენები თამაშიც გამოაჩენს თუ როგორ მიდის წინ ლივერპული", - ამბობს ვეტერანი ესპანელი.
გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის შემადგენლობაში სადებიუტო ოფიციალური მატჩი ინგლისის ასოციაციის თასის 1/16-ფინალში, საუთჰემპტონთან მოგებულ (2:1) შეხვედრაში ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე კი გალათასარაისთან (0:1) ალისონის ტრავმის შემდეგ ჩაერთო თამაშში. უდიდესი ალბათობით, ბრაზილიელი მეკარე, მინიმუმ ამ კვირაში ვერ ითამაშებს, იქამდე კი პრემიერ ლიგაში, ლონდონის ჩელსისთან, სტემფორდ ბრიჯზე, სტუმრად, 4 ოქტომბერს გასამართ შეხვედრაში, მერსისაიდელების სასტარტო შემადგენლობაში ქართველ მეკარეს ელოდებიან.