Belive

"ვიცი ჩემი ძალები და მშვიდად ვარ" - ლეონარდო სპინაცოლა საუკეთესოდ დაასახელეს 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" - 3:0 აჯობა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლეონარდო სპინაცოლა დასახელდა.

"ემოციები ავტობუსში, სტადიონისკენ მომავალ გზაზე, ქუჩაში მყოფი ხალხის დანახვისას დაიწყო. ეს იყო შესანიშნავი თამაში. ჩვენ მოთმინებით ვითამაშეთ, ბურთი კარგად გავაკონტროლეთ და გადავიტანეთ ფლანგიდან ფლანგზე. შემდეგ, ტრიბუნაზე ჩემი შვილი დავინახე და ეს ძალიან ემოციური იყო. მე საკმაოდ მშვიდი ბიჭი ვარ, თამაშების წინ კარგად მეძინება. ეს იმიტომ ხდება, რომ მე ვიცი რა უნდა გავაკეთო და რისი შესაძლებლობაც მაქვს, ამიტომ მშვიდად ვარ. მწვრთნელი ყოველთვის მეუბნება, რომ წინ უნდა იარო , მაგრამ ხანდახან ცოტათი ამოსუნთქვას ვთხოვ, ზოგჯერ ეს მართლა მოსაბეზრებელია! ჩვენს ამ ფორმაციის გუნდში წარმოუდგენელი თვისებების ნაზავია, შესანიშნავი ნახევარმცველებით, ფორვარდებით და მცველებით. ყველას მაგიდაზე რაღაც გამორჩეული დევს ", - თქვა "რომას" 27 წლის მარცხენა მცველმა.
ანგარიში შეხვედრის 53-ე წუთზე, მერიჰ დემირალის ავტოგოლით გაიხსნა, 66-ზე ჩირო იმობილემ უპირატესობა ორამდე გაზარდა, 13 წუთში კი ამ უკანასკნელის გადაცემით ლორენცო ინსინიემ ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა სტატიები