Belive

ჰარი კეინი ტრანსფერის მოლოდინში - ინგლისური გრანდი 140 მილიონს იხდის 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჰარი კეინი დიდი ალბათობით მალე "ტოტენჰემს" დატოვებს და კარიერას პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში გააგრძელებს. როგორც theguardian-ი იუწყება, "მანჩესტერ სიტიმ" "დეზების" ხელმძღვანელობას პირველი ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუგზავნა და 27 წლის თავდამსხმელის შესაძენად 140 მილიონი ევროს გაღება გადაწყვიტა. "ქალაქელების" მმართველები არ გამორიცხავენ, რომ სატრანსფერო ღირებულება კიდევ უფრო გაზარდონ და თავად ფეხბურთელსაც მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს, თუმცა ლონდონელებს ამჟამად მიღებული წინადადება არ აკმაყოფილებთ.
Euro 2020: Harry Kane says England performances not hampered by injury or speculation over his future | Football News | Sky Sports
"სიტის" სატრანსფერო რეკორდი 76 მილიონი ევროა, რომელმაც 2015 წლის აგვისტოში "ვოლფსბურგს" კევინ დე ბრუინეს სანაცვლოდ გადაუხადეს, რომელსაც ახლა კი ისინი ახალი რეკორდის დასამყარებლად მზად არიან. რაც შეეხება "ტოტენჰემს" და კერძოდ დანიელ ლევის, მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი შეინარჩუნოს კეინი, რომელსაც კონტრაქტის პირობებით, ამჟამინდელ კლუბში კიდევ სამი წელი აქვს გასატარებელი. ამჟამად, ინგლისელი ფეხბურთელი ეროვნულ გუნდზეა კონცენტრირებული, რომელთან ერთადაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევას ცდილობს. მიუხედავად არადამაჯერებელი გამოსვლისა და ორი ტურის შემდეგ დაგროვილი 6 ქულისა, "სამი ლომის" კაპიტანმა თქვა, რომ მის გარშემო არსებული სატრანსფერო მითქმა-მოთქმა კონტინენტის პირველობაზე მის სათამაშო ფორმასა და მოტივაციაზე არ იმოქმედებს. კეინი, რომელიც "ტოტენჰემის" აღზრდილია და 2013 წლის შემდეგ, მთავარ გუნდში სტაბილურად თამაშობს, 336 შეხვედრაში 221 გოლის გატანა მოახერხა, 47 საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იგი 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის, ასევე პრემიერ ლიგის სამგზის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ეროვნულ გუნდში მის აქტივში 56 მატჩში გატანილი 34 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები