Belive

,,ვისურვებდი, ნახტომები ჩემს დროსაც გაეზომათ'' - დროგბა ოსიმენის გოლს გამოეხმაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს 21-ე ტურში, ,,სპეციასა'' და ,,ნაპოლის'' შეხვედრაში, ვიქტორ ოსიმენი 2,58 მეტრზე ახტა და გოლის გატანა შეძლო.

ნიგერიელმა კრიშტიანუ რონალდუს შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 2019 წელს, ,,სამპდორიასთან'' მატჩში, 2,56 მეტრზე ახტა (სერია A-ში რეკორდი ფიკაიო ტომორის ეკუთვნის - 2,63 მეტრი)

აღნიშნულ ფაქტს სპორტულმა გვერდმა, 433-მა პოსტი მიუძღვნა, რასაც დიდიე დროგბა ხუმრობით გამოეხმაურა:

,,ვისურვებდი, ნახტომები ჩემს დროსაც გაეზომათ'' - დაწერა დროგბამ პოსტის კომენტარებში.

მიმდინარე სეზონში ოსიმენის ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებუ 21 შეხვედრაში 17 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

View this post on Instagram

A post shared by 433 (@433)

სხვა სტატიები