რონალდუ შვილთან ერთად თამაშს აპირებს?!
წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიახლე ის იყო, როცა კრიშტიანო რონალდუმ, სრულიად მოულოდნელად, YouTube სამყაროში შესვლა გადაწყვიტა. პორტუგალიელმა მაშინ განაცხადა, რომ უნდოდა გაეზიარებინა საკუთარი ცხოვრების გარკვეული მომენტები იმ მილიონობით პირადი ფანისთვის, რომლებიც მთელი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ცხოვრობენ.
რონალდუმ ზაფხულში შექმნა "channel", რომელიც რეკორდულად სწრაფ დროში გახდა პოპულარული. მან მოახერხა და გადააჭარბა მსოფლიოს ზოგიერთ უდიდეს YouTubers-ს მხოლოდ რამდენიმე საათში. ფაქტობრივად, მან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მოახერხა ესპანეთში ყველაზე მეტი გამოწერის მქონე არხის Mikecrack-ის გადასწრება. მადრიდის "რეალის" ყოფილ ფეხბურთელს, ამჟამად სულ 67.3 მილიონი გამომწერი ჰყავს, რაც გასაოცარი რიცხვია, თუ იმ არხებს შევადარებთ, რომლებიც უკვე მრავალია წელია ამ საქმით არიან დაკავებული.
უკვე რამდენიმე დღეა, "ალ ნასრისა" და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი 'აგორებდა' მოლოდინებს იმის შესახებ, თუ ვინ იქნებოდა მისი შემდეგი სტუმარი. ინტრიგაც შექმნა და უამრავი თეორიაც გაჩნდა თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო პიროვნება, რომელიც "ინტერნეტს" ააფეთქებდა. არა, ეს ადამიანი ლეო მესი არ აღმოჩნდა, კრიშტიანუმ სტუმრად მსოფლიოს ყველაზე ცნობილი იუთუბერი mr.beast მიიყვანა (331 მილიონი გამომწერი).
საუბარი ძირითადად YouTube სივრცეს და ამ სფეროში განვითარების შესაძლებლობებს შეეხო. 'მისტერ ბისტმა' რონალდუს ჰკითხა, აპირებს თუ არა ითამაშოს პროფესიონალური ფეხბურთი შვილთან ერთად ისე, როგორც ეს ლებრონ ჯეიმსმა გააკეთა კალათბურთში.
- ლებრონისა და ბრონის მაგალითი ფეხბურთში გამეორდება?
- ზუსტად არ ვიცი, თუმცა შესაძლებელია. ახლა ჩემი შვილი 14 წლისაა
- 3 წელში ის 17-ის იქნება, ითამაშებ ამ დრომდე?
- თუ ფეხები ამის საშუალებას მომცემს ვითამაშებ - რონალდუსა და mr.beast-ის დიალოგიდან
'მისტერ ბისტმა' აღნიშული ვიდეოს კომენტარებში დააანონსა, რომ 30 ნოემბერს, მის YouTube არხზე მაყურებელი ყველაზე 'დიდ' ვიდეოს იხილავს (რონალდუსთან ერთად), რაც კი აქამდე გამოუქვეყნებია.