ვის მისცეს ხმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა?!
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი გახდა. ხმის მიცემის პროცედურაში საფეხბურთო ნაკრებების კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები იღებდნენ მონაწილეობას.
- ფიფამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა
- ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა
- ლუკა ლოჩოშვილს FIFA Fair Play-ს ჯილდო გადაეცა
ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია გასაჯაროვდა იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენელმა ვის მისცა ხმა.
გურამ კაშია (კაპიტანი): 1. ლეო მესი, 2. კილიან მბაპე, 3. ქარიმ ბენზემა.
ვილი სანიოლი (მთავარი მწვრთნელი): 1. კილიან მბაპე, 2. ლეო მესი, 3. ქარიმ ბენზემა.