ვიქტორ ვალდესი ესპანური გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა
კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილი მეკარე, ვიქტორ ვალდესი ესპანეთის მე-4 დივიზიონის გუნდის, ,,რეალ ავილიას'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ვალდესმა ,,რეალ ავილიასთან'' კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ესპანელი მეკარის სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს, ,,მორატალაზის'' ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2019 წელს ვალდესი ,,ბარსელონას'' აკადემიაში მუშაობდა, 2020-2021 წლების სეზონში კი - ,,ორტაში''.
სეგუნდა RFEF-ის პირველი ჯგუფის 32 ტურის შემდეგ, ,,რეალ ავილიას'' 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. ვალდესის დებიუტი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კვირას, 27 აპრილს შედგება.
📢 𝗖𝗼𝗺𝘂𝗻𝗶𝗰𝗮𝗱𝗼 𝗢𝗳𝗶𝗰𝗶𝗮𝗹 | Víctor Valdés nuevo entrenador.
— Real Ávila CF (@RealAvilaCF) April 24, 2025
👉 El Real Ávila C.F. anuncia que Víctor Valdés será el nuevo entrenador del primer equipo hasta el final de la presente temporada y la siguiente campaña. Valdés, tras retirarse del mundo del fútbol,… pic.twitter.com/q19HhV8Y3R