ბარი VAR-ის ნაცვლად - ეკვადორში ბარსელონას თამაში უცნაურად დააორგანიზეს
კვირას, „ბანკო პიჩინჩას“ სტადიონზე, ბარსელონასა და ემელეკს შორის გამართულმა კლასიკომ არა მხოლოდ მასპინძლებს მოუტანა მნიშვნელოვანი გამარჯვება (2:0), არამედ ეკვადორულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სარეკლამო კამპანიის ნაწილადაც იქცა. Pilsener-ის ბრენდმა შემოქმედებითი სტრატეგია გამოიჩინა, მათ VAR სისტემა BAR-ით ჩაანაცვლეს.
ვიდეოასისტენტ მსაჯისთვის (VAR) განკუთვნილი ჩვეულებრივი სივრცის ნაცვლად, მოედანზე ნამდვილი ბარი დამონტაჟდა დახლით, ბარმენით, საკვებითა და სასმელებით, ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ გულშემატკივრების გარკვეულ ჯგუფს მატჩის ყურება პრივილეგირებული ადგილიდან შესძლებოდა.
ბარზე წარწერა იყო „BAR“, რაც VAR სისტემაზე პირდაპირი მინიშნება იყო - ორმაგ მნიშვნელობას ატარებდა და ყურადღებას იპყრობდა. შედეგად, ფეხბურთისა და გართობის შერწყმა მოხდა, რამაც თავის მთავარ მიზანს მიაღწია: ვიზუალიზაცია და ბრენდის პოზიციონირება.