ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლის რეკორდი დაამყარა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს 23-ე ტურში ,,ნაპოლი'' ,,სასუოლოს'' სტუმრად 2:0-ს ამარცხებს. მატჩში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, მეორე გოლი კი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.
ნიგერიელმა თავი იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ მე-7 შეხვედრაში გამოიჩინა, რაც ნეაპოლური გუნდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
24 წლის ფეხბურთელმა გონსალო იგუაინის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 2015-2016 წლების სეზონში გოლის გატანა ზედიზედ 6 მატჩში შეძლო.
ოსიმენის ბრწყინვალე სერია 8 იანვარს, ,,სამპდორიასთან'' მატჩში დაიწყო, მას შემდეგ თავდამსხმელმა ,,იუვენტუსს'' (დუბლი), ,,სალერნიტანას'', ,,რომას'', ,,სპეციასა'' და ,,კრემონეზეს'' გაუტანა.