ვიქტორ ოსიმენის მომავალი გუნდი 95%-ით გადაწყვეტილია
5 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი, რომელიც მიმდინარე სეზონს იჯარით ,,გალათასარაიში'' ატარებს, დიდი ალბათობით, კარიერას ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' გააგრძელებს.
როგორც ნიგერიული გამოცემა, Business Day წერს, 95%-ია იმის შანსი, რომ ფეხბურთელის მომავალი გუნდი სწორედ ,,იუნაიტედი'' იქნება.
გამოცემის ცნობით, ,,წითელი ეშმაკები'' მზად არიან, 26 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადონ.
მიმდინარე სეზონში ოსიმენის ანგარიშზე ,,გალათასარაის'' მაისურით ჩატარებულ 26 შეხვედრაში 20 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
🚨 Victor Osimhen to Manchester United is 95% done! ❤️🔱
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) February 25, 2025
Ruben Amorim’s side have agreed to pay his €75M release clause. 💰
(Source: @BusinessDayNg) pic.twitter.com/EsViKpsm21