Belive

კერიკმა მანჩესტერში ვარჯიშის წესები შეცვალა

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის ახალმა მწვრთნელმა, მაიკლ კერიკმა, შეცვალა კლუბის მკაცრი მიდგომები ვარჯიშთან დაკავშირებით - ეს წესები ერიკ ტენ ჰაგის დანერგილი იყო და რუბენ ამორიმიც ამას მიჰყვებოდა.

კერიკმა ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა მას შემდეგ, რაც გუნდს სათავეში ჩაუდგა. მან მნიშვნელოვანი ცვლილებები ვარჯიშის გრაფიკში შეიტანა.

The Sun იტყობინება, რომ სრულიად შეცვლილია მატჩისშემდგომი ვარჯიშის რუტინა - ახლა, მოთამაშეებს, შეხვედრის შემდეგ, დაუყოვნებლივ ეძლევათ დასვენების დღე, რაც ამორიმის და მისი წინამორბედი ერიკ ტენ ჰაგის მეთოდებისგან განსხვავებულია. ორივე ეს მწვრთნელი მოითხოვდა აღდგენითი ვარჯიშების ჩატარებას თამაშის მეორე დღეს და მოთამაშეებს, რომლებმაც მინიმუმ 45 წუთი არ უთამაშიათ, სრული დატვირთვით ავარჯიშებდნენ.

კერიკმა იუნაიტედში რიგი წესები შეამსუბუქა და ფეხბურთელებს, მატჩის დღეს, სტადიონზე უფრო გვიან მისვლა შეუძლიათ. ტენ ჰაგს გუნდი თამაშის დაწყებამდე სულ მცირე ოთხი საათით ადრე უნდა შეეკრიბა.

შაბათს იუნაიტედი ტოტენჰემს დაუპირისპირდება და შეეცდება ოთხეულში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყაროს.