თურქი ჟურნალისტი სატრანსფერო სიახლის გავრცელების გამო დააკავეს
სატრანსფერო ფანჯარას ხშირად „ჭორების სეზონსაც“ უწოდებენ - პერიოდს, როდესაც ათასგვარი დაუჯერებელი ვერსია ვრცელდება და ფეხბურთელებს ისეთ კლუბებს უკავშირებენ, სადაც მათი გადასვლა თითქმის წარმოუდგენელია. დროდადრო, სრულიად მოულოდნელი გარიგებებიც იდება და ასეთ დროს ასტრონომიული თანხებიც ერთვება საქმეში.
ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული ჭორი მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავ ჯამალ მუსიალასა და თურქულ გალათასარაის უკავშირდებოდა, თუმცა ამ პოტენციური ტრანსფერის გარშემო გაჟღერებულმა ინფორმაციამ ერთ ჟურნალისტს საკმაოდ სერიოზული იურიდიული პრობლემები შეუქმნა.
თურქული მედიის ცნობით, ჟურნალისტი ბურჰან ჯან ტერზი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან გერმანელი ნახევარმცველის ბაიერნიდან გალათასარაიში მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ განაცხადა. დაკავების მიზეზი „საზოგადოებაში მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების“ ბრალდება გახდა.
🇹🇷 Insólito en Turquía: detuvieron a un periodista ¡por insistir con un acuerdo de transferencia entre Galatasaray y Musiala!https://t.co/tJIdJlrgWw
— Diario Olé (@DiarioOle) August 10, 2026
თურქული გრანდის მიერ ინფორმაციის გაბათილების მიუხედავად, ტერზის უკან არ დაუხევია და, გავრცელებული ცნობით, განაცხადა კიდეც: „ამ ექსკლუზივს ჩემს სიცოცხლეს ვანდობ“. მიუხედავად იმისა, რომ გალათასარაის ოფიციალური საჩივრით პროკურატურისთვის არ მიუმართავს, ჟურნალისტი მაინც დააკავეს.
ფანების პროტესტის შემდეგ, ბაქირქოის მთავარმა პროკურატურამ საქმე წარმოებაში მიიღო. სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ტერზი სამართალდამცველებს.
🚨🚨| Turkish journalist Burhan Can Terzi has been 𝐃𝐄𝐓𝐀𝐈𝐍𝐄𝐃 for allegedly spreading “misleading information” after reporting that Jamal Musiala would join Galatasaray. 👮♂️⛓️
— CentreGoals. (@centregoals) August 11, 2026
Galatasaray had publicly denied the claim twice.
pic.twitter.com/zCctJAsC7o