ვიქტორ ოსიმენი პსჟ-ში გადასასვლელად მზად არის
როგორც ფაბრიციო რომანო წერს, "პსჟ" ვიქტორ ოსიმენთან მოლაპარაკებებში წინ მიიწევს. სპორტული ჟურნალისტის თქმით, ნიგერიელი ფორვარდი პარიზელების სატრანსფერო სიაში საკმაოდ მაღალ პოზიციაზეა.
თავად ოსიმენს საფრანგეთში თამაში ძალიან სურს და "პსჟ-ში" გადასასვლელად მზად არის. ერთადერთი დამაბრკოლებელი საკითხია კლუბების შეუთანხმებლობაა.
🚨🔴🔵 Paris Saint-Germain are advancing in talks with Victor Osimhen's camp as their interest is now getting concrete.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 17, 2024
Osimhen, keen on joining PSG and open to the move if they can agree on deal/fee with Napoli.
He'd be very high on PSG list, if one centre striker left. pic.twitter.com/3uUgzaSkUf
შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხანია რაც სპორტულ მედიაში ოსიმენის "ნაპოლიდან" წასვლის შესახებ იწერება. ჭორები ყველაზე აქტიურად ინგლისური კლუბების შესახებ ვრცელდება. ფრანგულ მედიაში ისიც დაიწერა, რომ "პსჟ" მზად არის კვარაცხელია-ოსიმენის დუეტში დიდი თანხა გადაიხადოს.