ვიქტორ ოსიმენი: "გალათასარაი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდია"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"გალათასარაიში" ვიქტორ ოსიმენის წარდგენა შედგა. უკვე ცნობილია, რომ ნიგერიელი ფორვარდი კლუბში 45-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
წარდგენის დროს, ვიქტორ ოსიმენმა "გალათასარაიში" გადასვლის შესახებ ისაუბრა.
"ჩემთვის ადვილი იყო გალათასარაის წინადადების მიღება, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია.
ჰენრი ონიეკურუმ მითხრა, თუ როგორი განსაკუთრებული გულშემატკივრები ჰყავს ამ კლუბს და ეს ყველაფერი მე უკვე დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მითამაშია, თუმცა აეროპორტში დახვედრამ ყველაფერი ნათელი გახადა.
გალათასარაის თამაშებს თვალს მას შემდეგ ვადევნებ, რაც მათ დრეს მერტენსი დაიმატეს. დიდი იმედი მაქვს, ამ კლუბის ლეგენდა გავხდები..." - ვიქტორ ოსიმენი
შეგახსენებთ, რომ "გალათასარაის" გამოსყიდვის უფლება არ ექნება, სამაგიეროდ "ნაპოლის" ექნება შესაძლებლობა ოსიმენთან კოტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს და გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევრო მიუთითოს, რაც უფრო ზრდის შანსს, რომ რომელიმე კლუბი ნიგერიელს ამ ფასად იყიდის (ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი გამოსასყიდი 130 მილიონი იყო).