Belive

ხავის პირველი განაცხადი ნიდერლანდების ნაკრებში | დებიუტანტი და გამოძახებული ფეხბურთელები

1 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ხავი ერნანდესმა, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, თავისი პირველი შემადგენლობა დაასახელა. 46 წლის ესპანელმა სპეციალისტმა პირველივე სანაკრებო პაუზის წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი და საკვანძო გადაწყვეტილება მიიღო.

გუნდს ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა: დე ლიხტი, სკაუტენი, ფრენკი დე იონგი და ხავი სიმონსი მკურნალობის კურსს კვლავ აგრძელებენ, ხოლო იან მაატსენმა და მათს ვიფერმა დაზიანებები ახლახან მიიღეს.

გამოძახებული ფეხბურთელები შეკრებაზე ორშაბათს, 21 სექტემბერს გამოცხადდებიან. ჩავის გუნდი ერთობლივი, განახლებული სანაკრებო პერიოდის ფარგლებში ერთბაშად ერთა ლიგის ოთხი მატჩისთვის დაიწყებს მზადებას: 24 სექტემბერს შინ გერმანიასთან, 27 სექტემბერს სტუმრად სერბეთთან, 1 ოქტომბერს სტუმრად საბერძნეთთან და 4 ოქტომბერს შინ კვლავ სერბეთთან.

ნიდერლანდების ნაკრების სრული შემადგენლობა:

  • მეკარეები: ბართ ვერბრუგენი (ბრაიტონი), რობინ რუფსი (სანდერლენდი), მარკ ფლეკენი (ბაიერ ლევერკუზენი).

  • მცველები: დენზელ დუმფრისი (რეალ მადრიდი), ჯერემი ფრიმპონგი (ლივერპული), ლუტშარელ გერტრუიდა (პსვ), იურიენ ტიმბერი (არსენალი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), იან პოლ ვან ჰეკე (ტოტენჰემი), ნათან აკე (ფენერბაჰჩე), მიკი ვან დე ვენი (ტოტენჰემი), ჯორელ ჰატო (ჩელსი).

  • ნახევარმცველები: რაიან გრავენბერხი (ლივერპული), ტიჯანი რეინდერსი (ალ-ქადსია), ჯოი ვეერმანი (დორტმუნდი), კვინტენ ტიმბერი (კრისტალ პალასი), ტონ კოპმეინერსი (იუვენტუსი), კენეთ ტეილორი (ლაციო), ჯასტინ კლიუივერტი (ბორნმუთი), ჯივაი ზეხიელი (ფეიენოორდი).

  • თავდამსხმელები: კრისენსიო სამერვილი (ალ ჰილალი), დონიელ მალენი (რომა), ბრაიან ბრობი (სანდერლენდი), კოდი გაკპო (ლივერპული), ნოა ლანგი (ნაპოლი), რუბენ ვან ბომელი (პსვ).

სხვა სტატიები