ვინისიუსს საოცარი ჯგუფური ეტაპი ჰქონდა - 3 MOTM ჯილდო
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში ბრაზილიამ პირველი ადგილი დაიკავა, მათ ანგარიშზე 2 მოგება და 1 ფრეა.
საოცარ ფორმაშია რეალ მადრიდის შემტევი ვინისიუს ჟუნიორი, რომელმაც ყველა თამაშში მოახერხა გოლის გატანა და ასევე ყველა მატჩში შეძლო საუკეთესო მოთამაშის (MOTM) ჯილდოს მოგება. ვინიმ მაროკოსთან 1 გოლი გაიტანა (1:1), ჰაიტისთან გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა (3:0), ხოლო შოტლანდიასთან დუბლი გაიფორმა (0:3).
ვინისიუსი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში მოიგო საუკეთესო მოთამაშის ჯილდო.
ის ასევე მეხუთე ბრაზილიელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამივე თამაშში გაიტანა გოლი, ჟაირზინიოს (1970), რომარიოს (1994), რონალდოსა და რივალდოს (1994) შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ბრაზილია ყველა ამ წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
Vini Jr. becomes just the 5th Brazilian ever to score in all three World Cup group stage games, joining Jairzinho (1970), Romário (1994), Ronaldo and Rivaldo (2002) 🔥
— ESPN FC (@ESPNFC) June 25, 2026
Brazil went on to win the title in each of those years 🏆 pic.twitter.com/uaOTBUKXIS
C ჯგუფი საბოლოოდ ასე დასრულდა:
ბრაზილია - 7 ქულა (2 მოგება, 1 ფრე, 0 მარცხი)
მაროკო - 7 ქულა (2 მოგება, 1 ფრე, 0 მარცხი)
შოტლანდია - 3 ქულა (1 მოგება, 0 ფრე, 2 მარცხი)
ჰაიტი - 0 ქულა (0 მოგება, 0 ფრე, 3 მარცხი)