Belive

ვინისიუსი: "შეურაცხყოფის მიყენება არავისთვის გვსურდა, მაგრამ ბალანსის შენარჩუნება ზოგჯერ შეუძლებელია"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ელ კლასიკოში გამარჯვების შემდეგ, მადრიდის რეალის შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა გუნდის გულშემატკივრებს მიმართა.

"მადლობელი ვარ მადრიდის რეალის გულშემატკივრების, განსაკუთრებით მათი, ვინც სანტიაგო ბერნაბეუზე მოვიდა და მხარი დაგვიჭირა.

ელ კლასიკო ისეთი ტიპის მატჩია, რომელსაც თან ყოველთვის დაძაბული ატმოსფერო ახლავს. ვცდილობთ, რომ ბალანსი შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. შეურაცხყოფის მიყენება არც ფეხბურთელების და არც გულშემატკივრებისთვის არ გვსურდა.

ვიცით, რომ მოედანზე როცა გავდივართ ჩვენი როლი უნდა შევასრულოთ და ახლა ზუსტად ასე მოხდა. ჰალა მადრიდ!", - ამბობს ვინისიუს ჟუნიორი.

ბრაზილიელი ბარსელონასთან ჩატარებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. მადრიდის რეალმა ბარსელონას 2:1 მოუგო და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია გაიმყარა.

სხვა სტატიები