ვინისიუსი პორტუგალიური კლუბის თანამფლობელი გახდა
ვინისიუს ჟუნიორმა პორტუგალიური კლუბის "ალვერკას" 80%-იანი წილი იყიდა, გუნდი ამჯერად რიგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს, მაგრამ ჩემპიონატში მეორე პოზიციაზე იმყოფება და დიდი შანსია მომდევნო სეზონიდან უმაღლეს ლიგაშიც ვიხილოთ. ბრაზილიური წყაროს ცნობით ფეხბურთელმა, "ალვერკა" სხვა ბრაზილიელ და ესპანელ ინვესტორებთან ერთად იყიდა.
ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი მათეუს ორნელასი კლუბს სეზონის ბოლომდე გაუძღვება, უახლოეს პერიოდში კი ვინისიუსთან ერთდ ახალი მფლობელების ვინაობა გაირკვევა. გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ვინისიუსი არ არის მადრიდის "რეალის" ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კლუბის თანამფლობელობელია. 2024 წლის სექტემბერში კილიან მბაპემ "კაენის" წილი იყიდა.
🚨 Vinicius devient un des propriétaires du FC Alverca (D2 portugaise) ! 🇵🇹💰
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) February 17, 2025
👔 L'attaquant brésilien possède désormais 80% des actions du club portugais.
💰 Montant de l'opération : 8 M€ !
( 🗞️ @UOLEsporte ) pic.twitter.com/Eqnq7nkV66