მბაპეს გარეშე - ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული პოზიციების მიხედვით
პოპულარულმა სპორტულმა პორტალმა, Transfermarkt-მა, პოზიციების მიხედვით 2025-2026 წლის სეზონის ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული დაასახელა.
სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 3 ფეხბურთელი ბარსელონადან მოხვდა, 2-2 - რეალიდან, პსჟ-დან და მანჩესტერ სიტიდან, თითო-თითო კი - ბაიერნიდან და არსენალიდან.
თერთმეტეულის ყველაზე ძვირადღირებული წევრები ლამინე იამალი და ერლინგ ჰოლანდი არიან, რომლებსაც Transfermarkt 200 მილიონ ევროდ აფასებს. ჯამში თერთმეტივე მოთამაშის ღირებულება 1,35 მილიარდ ევროს აღწევს.
ამ მომენტისთვის ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა (45 მილიონი)
მცველები - მენდეში (75 მილიონი), კუბარსი (80 მილიონი), სალიბა (90 მილიონი), ჰაკიმი (80 მილიონი)
ნახევარმცველები - ბელინგემი (160 მილიონი), პედრი (140 მილიონი), მუსიალა (130 მილიონი)
თავდამსხმელები - ვინისიუსი (150 მილიონი), იამალი (200 მილიონი), ჰოლანდი (200 მილიონი)
200 მილიონ ევროდაა შეფასებული კილიან მბაპეც, რომელიც თერთმეტეულში იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ერლინგ ჰოლანდზე 2 წლით უფროსია. ასეთივე მიზეზია ბასტონის შემთხვევაშიც, იტალიელი, კუბარსის მსგავსად, 80 მილიონი ღირს, თუმცა ბარსელონას მცველზე 8 წლით უფროსია.
