Belive

ვინისიუსი მთავარი ფავორიტია - ოქროს ბურთის ნომინანტთა განახლებული რეიტინგი Goal.com-ის ვერსიით

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Goal.com-მა ,,ოქროს ბურთის'' მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ვებგვერდის ვერსიით, ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი მადრიდის ,,რეალის'' ბრაზილიელი შემტევი, ვინისიუს ჟუნიორია:

,,ტრავმის გამო ვინისიუსმა ისეთ მაღალ ტემპში ვერ დაიწყო, როგორც მისგან ელოდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაფერი დალაგდა.

ბარსელონასთან ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა და მოგებულ ლა ლიგაში თავი არაერთხელ გამოიჩინა. თუმცა, ალბათ, ყველაზე მეტად გამოსარჩევი ისაა, რომ ვინისიუსი ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ორივე მატჩში საუკეთესო იყო.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნეიმარის ტრავმის შემდეგ, ვინი კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრების მთავარი ფეხბურთელი იქნება, მისთვის 2024 წელი აუცილებლად დასამახსოვრებელი უნდა იყოს.'' - წერს Goal.com

Goal.com-ის რჩეულთა შორის, ხუთეულში მოხვდნენ ჯუდ ბელინგემი, კილიან მბაპე, ფილ ფოდენი და ჰარი კეინი. ნომინანტთა შორის ყველაზე მეტი, 5-5 ფეხბურთელი ,,მანჩესტერ სიტიდან'' და ,,რეალიდანაა''.

,,ოქროს ბურთის'' 20 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. ვინისიუს ჟუნიორი

  2. ჯუდ ბელინგემი

  3. კილიან მბაპე

  4. ფილ ფოდენი

  5. ჰარი კეინი

  6. ტონი კროოსი

  7. ფლორიან ვირცი

  8. როდრი

  9. როდრიგო

  10. ანტონიო რუდიგერი

  11. ერლინგ ჰოლანდი

  12. ბუკაიო საკა

  13. მატს ჰუმელსი

  14. დეკლან რაისი

  15. კევინ დე ბრუინე

  16. ლეო მესი

  17. ბერნარდუ სილვა

  18. ანტუან გრიზმანი

  19. მოჰამედ სალაჰი

  20. ლაუტარო მარტინესი

სხვა სტატიები