Belive

რეალი 'ოქროს ბურთის' ორგანიზატორებთან ურთიერთობას წყვეტს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალმა" 'ოქროს ბურთის' ორგანიზატორებთან ურთიერთობა გაწყვიტა. კლუბს არ სჯერა, რომ ვინისიუსი ოდესმე მიიღებს ამ პრიზს, თავად ბრაზილიელს კი არ ესმის, კიდევ რა გააკეთოს იმისათვის, რომ საუკეთესოდ აღიარონ.

Marca-ს ცნობით, მადრიდულმა კლუბმა მთლიანად გაწყვიტა კონტაქტი France Football-თან. მადრიდის რეალმა ასევე გამორიცხა ნებისმიერი კონტაქტი უეფასთან, გარდა მატჩების მენეჯმენტისა. რეალის მხრიდან, მიკერძოებულობის შესახებ, ბევრი პრეტენზია გაჩნდა, რასაც უეფა ახლა ოფიციალურად უარყოფს.

ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ პრეტენზიებს, რომლებიც ვრცელდება უეფას სავარაუდო ზემოქმედებაზე „ოქროს ბურთის“ შედეგზე. არც უეფას და არც მის პრეზიდენტს არ გაუკეთებიათ რაიმე განცხადება და კომენტარი დაჯილდოების შედეგებზე. ასეთი მოსაზრებები სრულიად უსაფუძვლოა და არ ასახავს რეალობას. - ნათქვამია Sport-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო როდრის გადაეცა, ვინისიუსი კი მეორე ადგილზე გავიდა. მადრიდის რეალმა უარი თქვა ღონისძიებაზე დასწრებაზე მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მათი 7-იანი ოქროს ბურთის გარეშე დარჩებოდა. რეალი სეზონის საუკეთესო კლუბად აღიარეს, თუმცა ამ მომენტს მადრიდელთა არცერთი ოფიციალური პირი არ დასწრებია.

სხვა სტატიები