ვინისიუსი: "მინდა ჩემპიონთა ლიგა, კოპა ამერიკა და ოქროს ბურთი მოვიგო და ამას კროოსს მივუძღვნი..."
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" 23 წლის ვარსკვლავმა - ვინისიუს ჟუნიორმა, ესპანურ მედიაში მისი სეზონის შესახებ ისაუბრა.
"მინდა, რომ პირველ რიგში ეს ფინალი მოვიგო, რომელიც რამდენიმე დღეში გვაქვს სათამაშო. დორტმუნდი კარგი გუნდია, თუმცა მინდა, რომ ამწ წელს ჩემპიონთა ლიგა, კოპა ამერიკა და ოქროს ბურთი მოვიგო.
თუ ეს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ვიძახი, ამ უდიდეს წარმატებას ჩემს საუკეთესო მეგობარს - ტონი კროოსს მივუძღვნი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს..."
- ვინისიუს ჟუნიორი
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ბრაზილიელს სამივეს მოგების რეალური შანსი აქვს. 1 ივნისს, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს და მე-15 ჩემპიონთა ლიგის ტიტულს შეუტევს.
კოპა ამერიკა კი სტარტს 20 ივნისს აიღებს და 14 ივლისს დასრულდება. ბრაზილიის ნაკრები D ჯგუფში: კოლუმბიის, პარაგვაისა და კოსტრა რიკის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინისიუსი შეძლებს და ორივე შესაძლო შეჯიბრს მოიგებს, მას ოქროს ბურთის მოგების საკმაოდ რეალური შანსი ექნება.