Belive

ვინისიუსი მადრიდელ ფანებს: "მეც ადამიანი ვარ"

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვინისიუს ჟუნიორმა, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, მონაკოსთან (6:1) გამარჯვების შემდეგ, რეალ მადრიდის გულშემატკივრებს, ემოციური მიმართვა გაუგზავნა. ბრაზილიელმა აღიარა, რომ ბოლო დროს არსებულმა დაცინვამ მას გული ატკინა. ვინისიუსმა მომავალთან და მწვრთნელის ცვლილებასთან დაკავშირებულ სპეკულაციებზე განაცხადა, რომ ის მშვიდად რჩება კონტრაქტის განახლების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამოწურვამდე ერთ წელზე ცოტა მეტი დრო დარჩა.

მსოფლიოს უდიდეს კლუბში თამაში ძალიან რთულია, მოთხოვნები ძალიან მაღალია, მაგრამ მეც ადამიანი ვარ.

არ მინდა, რომ ჩემს სახლში, იქ სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, არ მიღებდნენ. ბოლო რამდენიმე თამაშში თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი, რადგან ყოველ ჯერზე, როცა რამეს არასწორად ვაკეთებდი, მისტვენდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფანები ბილეთში ძვირს იხდიან და აქვთ უფლება მოითხოვონ სრულყოფილება, ბოლოდროინდელი ატმოსფერო ძალიან რთული იყო ჩემთვის.

- განაცხადა ვინისიუსმა

ვინისიუსი მონაკოსთან მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა - მან 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთი თავად გაიტანა. ამ მომენტისთვის, რეალი, ლიგის ფაზის ცხრილის მეორე ადგილზეა (15 ქულით). მართალია, სამეფო კლუბი 'კოპა დელ რეის' გათამაშებიდან გამოვარდა, თუმცა სამაგიეროდ, ლა ლიგაში, ბარსელონასთან სხვაობა 1 ქულამდე შემცირდა.

სხვა სტატიები