პსჟ Vs ბარსელონა | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Uefa-ს ვერსიით
7 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვალ, 20 ოქტომბერს (23:00), ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში, პარი სენ ჟერმენი ბარსელონას უმასპინძლებს.
უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:
საფონოვი - ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, ზაირ-ემერი, ფაბიან რუისი, ჟოაო ნევეში, ვიტინია, დუე, დემბელე, კვარაცხელია.
ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა:
გარსია - ესპარტი, კუბარსი, ჟერარ მარტინი, კანსელუ, როდრი, პედრი, იამალი, ფერმინ ლოპესი, გორდონი, რაფინია.
პარი სენ ჟერმენს ტრავმის გამო ნუნუ მენდეში დააკლდება, ბარსელონას კი კრისტენსენი, ერიკ გარსია და კუნდე ვერ დაეხმარებიან.
ორი ტურის შემდეგ, ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს.