Belive

ვინისიუსი არაბული გუნდების სამიზნეა - ფეხბურთელი შეთავაზებას განიხილავს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის Pro ლიგის გუნდების მთავარი სამიზნე ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' შემტევი, ვინისიუს ჟუნიორია. ინფორმაციას Espn ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაბებსა და ,,სამეფო კლუბს'' შორის მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, თუმცა ესპანურ გრანდს ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს.

როგორც Espn წერს, ვინისიუს ჟუნიორს ხელფასის სახით წელიწადში 350 მილიონ ევროს სთავაზობენ. ბრაზილიელს წინადადებაზე ჯერჯერობით უარი არ უთქვამს და შეთავაზებას განიხილავს. მარკას ინფორმაციით კი არაბები გუნდმაც უარით გაისტუმრა და ფეხბურთელმაც.

ვინისიუსმა გასულ სეზონში ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები