ვინისიუს ჟუნიორს გენეტიკური ტესტის პასუხი მატჩის დაწყებამდე გადასცეს
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ (CBF) წამოიწყო კამპანია, რათა წაახალისოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, გაიგონ თავიანთი ფესვების შესახებ. ამაში მათ გენეტიკური ტესტირების კომპანია AfricanAncestry.com დაეხმარა.
მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის გარემარბმა ვინისიუს ჟუნიორმა დნმ-ის ტესტი ჩააბარა. აღმოჩნდა, რომ მისი წინაპრები კამერუნში ცხოვრობდნენ. ამის შესახებ ფეხბურთელს ურუგვაის ნაკრებთან მატჩის წინ (1:1) ოფიციალურად ეცნობა.
ვინისიუს ჟუნიორს სურს პატივი სცეს საკუთარ ფესვებს, თუმცა ისევე როგორც აფრიკული წარმოშობის მრავალი ადამიანის შემთხვევაში, მისი წინაპრების ისტორია გამეფებულმა რასიზმმა და 'მონობის ისტორიამ' წაშალა.
დნმ-ის ტესტის წყალობით გავარკვიეთ, რომ ვინისიუს ჟუნიორის წინაპრები კამერუნული ტიკარის ტომს მიეკუთვნებიან.
ჩვენ გვჯერა, რომ ვინის ხელახალი კავშირი მის აფრიკულ ფესვებთან არის ძლიერი „წინააღმდეგობის აქტი“, რომელიც სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ - განაცხადა AfricanAncestry.com-ის პრეზიდენტმა, ჯინა პეიჯმა
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს, დაამტკიცოს საერთო ბრძოლაში ყოფნა ბრაზილიასა და მსოფლიო ფეხბურთში ინკლუზიური საზოგადოების სრულფასოვნად ჩამოყალიბებისთვის.