როგორ გადანაწილდა ხმები FIFA The Best-ის დაჯილდოებაზე?
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
The Best FIFA-ს დაჯილდოებაზე 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ვინისიუს ჟუნიორი დასახელდა.
გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების კაპიტნების, მთავარი მწვრთნელების, სპორტის ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.
ბრაზილიელმა 48 ქულა მოიპოვა და მეორეადგილოსან როდრის 4, მესამეადგილოსან ჯუდ ბელინგემს კი 11 ქულით აჯობა.
ფინალისტთა შორის ქულები ასე გადანაწილდა:
ვინისიუს ჟუნიორი - 48 ქულა
როდრი - 43 ქულა
ჯუდ ბელინგემი - 37 ქულა
დანი კარვახალი - 31 ქულა
ლამინე იამალი - 30 ქულა
ლეო მესი - 25 ქულა
ტონი კროოსი - 18 ქულა
ერლინგ ჰოლანდი - 18 ქულა
კილიან მბაპე - 14 ქულა
ფლორიან ვირტცი - 8 ქულა
ფედერიკო ვალვერდე - 4 ქულა