ვინ რა ხელფასს იღებს რეალში | მბაპე პირველია, არდა გიულერი ბოლოს წინა
თანამედროვე ფეხბურთში ფინანსური მასშტაბები ყოველწლიურად ახალ რეკორდებს ხსნის, მადრიდის რეალი კი ამ მხრივ ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. „სამეფო კლუბის“ სახელფასო უწყისი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან გუნდში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები არიან შეკრებილნი.
გავრცელებული მონაცემებით, მადრიდელთა შემადგენლობაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კილიან მბაპეა, რომლის ჯამური შემოსავალი აგენტის საკომისიოს ჩათვლით კოლოსალურ თითქმის 72 მილიონ ევროს აღწევს. საინტერესოა, რომ ყოველკვირეული და წლიური საბაზო ანაზღაურებით ფრანგ ვარსკვლავს არ ჩამორჩება ვინისიუს ჟუნიორიც (ახალი კონტრაქტის შემდეგ).
გთავაზობთ რეალის TOP10 ფეხბურთელის ხელფასებისა და ჯამური ხარჯების დეტალურ სტატისტიკას
1) კილიან მბაპე - ყოველკვირეული ხელფასი €600,962, წლიური ხელფასი €31,250,000 ევრო, აგენტის საკომისიო €40,420,000, ჯამური თანხა €71,670,000
2) ვინისიუს ჟუნიორი - ყოველკვირეული ხელფასი €600,962, წლიური ხელფასი €31,250,000, აგენტის საკომისიო €18,750,000, ჯამური თანხა €50,000,000
3) ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი - ყოველკვირეული ხელფასი €320,577, წლიური ხელფასი €16,670,000, აგენტის საკომისიო €15,000,000, ჯამური თანხა €31,670,000
4) ჯუდ ბელინგემი - ყოველკვირეული ხელფასი €400,577, წლიური ხელფასი €20,830,000, აგენტის საკომისიო €4,170,000, ჯამური თანხა €25,000,000
5) ბერნარდუ სილვა - ყოველკვირეული ხელფასი €308,442, წლიური ხელფასი €16,640,000, აგენტის საკომისიო €8,130,000, ჯამური თანხა €24,170,000
6) იბრაჰიმა კონატე - ყოველკვირეული ხელფასი €320,577, წლიური ხელფასი €16,670,000, აგენტის საკომისიო €4,170,000, ჯამური თანხა €20,840,000
7) ფედერიკო ვალვერდე - ყოველკვირეული ხელფასი €320,577, წლიური ხელფასი €16,670,000, აგენტის საკომისიო €4,170,000, ჯამური თანხა €20,840,000
8) როდრიგო - ყოველკვირეული ხელფასი €320,577, წლიური ხელფასი €16,670,000, აგენტის საკომისიო €4,170,000, ჯამური თანხა €20,840,000
9) ტიბო კურტუა - ყოველკვირეული ხელფასი €288,462, ყოველწლიური ხელფასი €15,000,000, აგენტის საკომისიო €3,750,000, ჯამური თანხა €18,750,000
10) ანტონიო რუდიგერი - ყოველკვირეული ხელფასი €280,385, ყოველწლიური ხელფასი €14,580,000, აგენტის საკომისიო €4,170,000, ჯამური თანხა €18,750,000.
აღსანისნავია ის ფაქტი, რომ გუნდის ერთ-ერთ მთავარ ლიდერსა და ამომავალ ვარსკვლავს - არდა გიულერს, მე-19 პოზიცია უკავია და იგი ყოველკვირეულად €100,192 ევროს გამოიმუშავებს, ასევე ყოველწლიურად კი €5,210,000 მილიონს გამოიმუშავებს, რაც შეეხება აგენტის საკომისიოს, იგი €1,290,000 უნაწილებს, ხოლო მისი ჯამური თანხა შეადგენს €6,500,000 ევროს.