ვინ მოიგებს წლის საუკეთესო გოლის ჯილდოს? | FIFA-მ კანდიდატები დაასახელა
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფიფამ პუშკაშის ჯილდოზე ნომინირებული 11 გოლი დაასახელა.
ფერენც პუშკაშის ჯილდო 2009 წლის 20 ოქტომბერს, მაშინდელი პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის დავალებით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) დააარსა - გადაეცემა მოთამაშეს, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში, ესთეტიკურად ყველაზე მნიშვნელოვან ან „ყველაზე ლამაზ“ გოლს გაიტანს. პუშკაშის ჯილდო ყოველწლიურად გაიცემა და განიხილება კენჭისყრის გზით. (2024 წლიდან მხოლოდ მამრობითი სქესის მოთამაშეებს შეუძლიათ მოიგონ, მარტას (ბრაზილიელი ფეხბურთელი) ჯილდო კი ქალი მოთამაშეებისთვის დაწესდა).