ვინ გაინაღდა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში?
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ისტორიაში პირველად, 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ფიფამ 1998 წლიდან არსებული, 32-გუნდიანი ტურნირის ფორმატის გაფართოება ამჯობინა. ეს ნიშნავს, რომ მუნდიალზე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, ისტორიაში ყველაზე მეტი ნაკრები შეიკრიბება.
ტურნირზე ევროპას (UEFA) 16 ადგილი აქვს გარანტირებული, აფრიკას (CAF) - 9, აზიას (AFC) - 8, სამხრეთ ამერიკას (CONMEBOL) და ჩრდილოეთ ამერიკას (CONCACAF) ექვს-ექვსი ადგილი ექნება, ხოლო ოკეანეთს (OFC) პირველად ექნება ერთი გარანტირებული ადგილი. დარჩენილი ორი ადგილი კონტინენტთაშორისი პლეი-ოფის მეშვეობით გაირკვევა.
წარმოგიდგენთ ყველა გუნდს, რომელმაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის უფლება უკვე მოიპოვა (32 გუნდი):
აშშ, მექსიკა, კანადა, არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, მაროკო, სენეგალი, განა, სამხრეთ აფრიკა, კოტ-დ'ივუარი, ალჟირი, ეგვიპტე, ტუნისი, კაბო-ვერდე, საუდის არაბეთი, კატარი, უზბეკეთი, იორდანია, სამხრეთ კორეა, იაპონია, ირანი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია, ინგლისი, ნორვეგია