Belive

მბაპე საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სენეგალის წინააღმდეგ ორი გოლის გატანით, კილიან მბაპემ, საფრანგეთის ნაკრებში, თავის ისტორიაში ახალი თავი დაწერა. „ლურჯების“ შემადგენლობაში პირველი მატჩიდან ცხრა წლის შემდეგ, რეალ მადრიდის თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუს (57 გოლი) გაუსწრო და საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში პირველი ადგილი დაიკავა.

საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის 5 საუკეთესო ბომბარდირი:

1) კილიან მბაპე - 58 გოლი

2) ოლივიე ჟირუ - 57 გოლი

3) ტიერი ანრი - 52 გოლი

4) ანტუან გრიზმანი - 44 გოლი

5) მიშელ პლატინი - 41 გოლი

გარდა ამ მიღწევისა, მბაპეს მსოფლიო ჩემპიონატებზე 14 გოლი დაუგროვდა და ეს სულ რაღაც 15 მატჩში. ის გერდ მიულერს გაუთანაბრდა, 1 გოლით ჩამორჩება რონალდო ნაზარიოს და 2-ით მიროსლავ კლოზეს.

სხვა სტატიები