Belive

ვინ არის საუკეთესო სამხრეთ ამერიკელი ბომბარდირი?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ორშაბათს საღამოს ნეიმარმა კიდევ ერთი სანაკრებო გოლი მიითვალა. ბრაზილიამ იაპონია ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა და ერთადერთი გოლის ავტორი "პარიზ სენ-ჟერმენის" ვარსკვლავი ნეიმარი იყო. ბრაზილიელმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, რომელიც მისთვის 74-ე სანაკრებო გოლი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ნეიმარი კლასიკური თავდამსხმელი არაა, ეს შედეგი შთამბეჭდავია. მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის გადაასწრებს ნეიმარი პელეს და როდის  გახდება ყველაზე მეტი გოლის ავტორი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში. საინტერესოა სხვა სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების სტატისტიკაც.

15 საუკეთესო გოლეადორი სამხრეთ ამერიკის ისტორიაში


15. მარსელო სალასი (ჩილე) - 37 გოლი
14. ბებეტო (ბრაზილია) - 38 გოლი
13. პაოლო გერერო (პერუ) - 39 გოლი
12. ედუარდო ვარგასი (ჩილე) - 40 ჩილე
11. სერხიო აგუერო (არგენტინა) - 41 გოლი
10. ალექსის სანჩესი (ჩილე)  - 48 გოლი
9. ზიკო (ბრაზილია) - 55 გოლი
8. გაბრიელ  ბატისტუტა (არგენტინა) - 54 გოლი
7.რომარიო (ბრაზილია) - 55 გოლი
6.ედისონ კავანი (ურუგვაი) - 56 გოლი
5.რონალდო (ბრაზილია) - 62 გოლი
4. ლუის სუარესი (ურუგვაი) - 68 გოლი
3. ნეიმარი (ბრაზილია) - 74 გოლი
2.პელე (ბრაზილია) - 77 გოლი
1.ლიონელ მესი (არგენტინა) - 86 გოლი
ნეიმარს მხოლოდ 3 გოლი აშორებს პელეს რეკორდამდე, თუმცა მესის 12 გოლით ჩამორჩება. თუ მესი, რომელიც 35 წლისაა, გააგრძელებს სანაკრებო კარიერას შეიძლება გახდეს პირველი სამხრეთ ამერიკელი, რომელიც 100 გოლს გაიტანს ნაკრებისთვის. მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომელთაც ეს შეძლეს კრიშტიანუ რონალდუ- 117 (პორტუგალია) და ალი დაეი- 109 (ირანი).

სხვა სტატიები