Belive

ვილიარეალის პირველი მარცხი - რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ?

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალავესი ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტურში, ვილიარეალს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.

გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანი 82-ე წუთზე დატოვა. აქტიურობის მიუხედავად, ქართველმა შემტევმა მოედანი საგოლე კონტრიბუციის გარეშე დატოვა - მიქაუტაძემ 18 ზუსტი პასი შეასრულა, ფინალურ მესამედში 5-დან 5 და მეტოქის კარისკენ 1 დარტყმაც განახორციელა.

სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა გიორგი მიქაუტაძის თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 6.4

  • Sofascore: 6.3

  • Whoscored: 6.0