Belive

"ვიჯერებთ დაუჯერებელს და შემდეგ, ასეთი დღეები რეალობად იქცევა" - შოთა არველაძე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ისტორია დაიწერა! საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდა. პლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად, ჩვენს გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით "ჯვაროსნებმა" ყოფილი ევროპის ჩემპიონები დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა შეძლო და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა. ამ ისტორიულ მიღწევას შოთა არველაძე გამოეხმაურა.

ვიჯერებთ დაუჯერებელს და შემდეგ, ასეთი დღეები რეალობად იქცევა. მადლობა მთელ გუნდს, სტაფს და ყველა ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება რეალური გახადა.
საქართველო, წინ! - წერს არველაძე საკუთარ სოციალურ ქსელში

ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთმა ყველა მატჩი მოიგო, 9 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.

სხვა სტატიები