Belive

სტუმარმა ლეგენდებმა პენალტებით მოიგეს - საქართველო მილანი შედგა

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

თბილისმა ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩს უმასპინძლა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და "მილანის" ვეტერანი ფეხბურთელების მატჩი გაიმართა.

პირველი გოლი 38-ე წუთზე გავიდა. იაშვილის გადაცემა დემეტრაძემ დაამთავრა და საქართველო მილანთან დაწინაურდა. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა. 54-ე წუთზე კაფუს ჩაწოდებას საჯარიმოში ყველაზე კარგად მარკო ბორიელო დახვდა და ანგარიში გაათანაბრა. 10-წუთში ისევ წინ გავედით, ოთარ მარცვალაძის გადაცემის შემდეგ დავით სირაძემ გაიტანა. მატჩის ბოლო გოლი კლარენს ზეედორფმა შეაგდო, 2:2 და პენალტების სერია დაინიშნა.

მილანმა 11-მეტრიანები კარგად შეასრულა - ფიორის მშვენიერი თამაშით სტუმრებმა 3:1 მოიგეს.

ორივე გუნდის განაცხადები დღევანდელ შეხვედრაში:

საქართველო: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, დავით მუჯირი, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ღუდუშაური, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

მილანი: დიდა, ვალერიო ფიორი, მასიმო ოდო, კაფუ, ალესანდრო კოსტაკურტა, ლუკა ანტონინი, როკე ჟუნიორი, კრისტიან პანუჩი, კრისტიან ძაკარდო, მასიმო ამბროზინი, სერჟინიო, ანჯელო კარბონე, რიკარდო მონტოლივიო, კლარენს ზეედორფი, კრისტიან ბროკი, მარკო ბორიელო, რივალდო, კაკა.
მწვრთნელი: იბრაჰიმ ბა

სხვა სტატიები