Belive

ვიეირამ გაამხილა თუ რატომ ამჯობინა ოლისემ ინგლისს საფრანგეთი

16 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ლეგენდარულმა ფეხბურთლმა, პატრიკ ვიეირამ, მაიკლ ოლისეს შესახებ, იმ რეალურ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც მიუნხენის ბაიერნის გარემარბმა, თავის დროზე, ინგლისის ნაკრებს, საფრანგეთში თამაში არჩია. ვიეირა, რომელიც 2021/23 წლებში, კრისტალ პალასის მთავარი მწვრთნელი იყო, მაიკლ ოლისეს ძალიან კარგად იცნობს. ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში, მისი და ოლისეს ერთ-ერთი დიალოგი გაიხსენა.

ინგლისის ნაკრების არჩევაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. მან მითხრა, რომ ყოველთვის საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივარი იყო. გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ამანაც მოახდინა გავლენა, მაგრამ მისი ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი მსოფლიო ჩემპიონობა იყო. მან მითხრა, რომ საფრანგეთში, მსოფლიო ჩემპიონობის უფრო მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე ინგლისის ნაკრებთან ერთად. "ლე ბლესთან" ერთად, მას პოტენციურად, უფრო მეტი ტიტულის მოგება შეეძლო. - პატრიკ ვიეირა

ვიეირას ამ კომენტარის მიუხედვად, ოლისეს ამ საკითხზე, ღიად არასდროს უსაუბრია. მაგრამ ის ფაქტი, რომ ბავშვობიდანვე საფრანგეთს გულშემატკივრობდა და ყველაზე მეტად ფრანგი ფეხბურთელები მოწონდა, არასდროს დაუმალავს. ერთ-ერთ ინტერვიუში, მან ზუსტად ამ დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

ბავშვობაში, ყველაზე მეტად, ფრანგ ფეხბურთელებს ვგულშემატკივრობდი. განსაკუთრებით, ზინედინ ზიდანი, ტიერი ანრი და ფრანკ რიბერი მომწონდა. საფრანგეთშიც ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე და ძალიან კარგ დროს ვატარებდი. ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო ბუნებრივი, უფრო შინაური იყო. - მაიკლ ოლისე

მაიკლ ოლისე ლონდონის დასავლეთ ნაწილში, უაით სიტიში დაიბადა. მამის მხრიდან, ის ნიგერიელია ხოლო დედის ეროვნული წარმომავლობის მიხედვით, ერთროულად სამი ქვეყნის - ალჟირის, ჰაიტისა და საფანგეთის წარმომადგენელი. იქიდან გამომდინარე, რომ ოლისე ინგლისში დაიბადა, მას ეროვნულ დონზე ფეხბურთის თამაში, 5 სხვადასხვა ქვეყნის - ნიგერიის, ალჟირის, ჰაიტის, ინგლისისა და საფრანგეთის მაისურით შეეძლო. საბოლოოდ, ოლისემ საფრანგეთის ნაკრები აირჩია და მისთვის პირველივე მსოფლიო ჩემპიონატი ჩინებულად ჩაატარა. მიუხედვად იმისა, რომ საფრანგეთმა მუნდიალი ვერ მოიგო, ეს ოლისეს ფასს მნიშვნელობას არ უკარგავს. ის ეროვნული ნკარების ერთ-ერთი თანალიდერია და როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე, გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.

სხვა სტატიები