"ვიდრე ლა ლიგის კრიტიკას დაიწყებთ აუცილებელია, რომ რიგ საკითხებში გაერკვეთ" - ხავიერ ტებასი
ლა ლიგის 35-ე ტურში ,,ვალენსიამ" ,,რეალს” უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ვითარება მატჩის მიწურულს საინტერესოდ განვითარდა. 97-ე წუთზე ვინისიუსი მოედნიდან გააძევეს – ბრაზილიელმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს სახეში ხელი დაარტყა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა შემტევმა სოციალური ქსელის საშუალებით პოსტი გაავრცელა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა მას რასიზმის ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა.
,,ეს არ იყო პირველი შემთხვევა, არც მეორე და არც მესამე. ლა ლიგაში რასიზმი ნორმალურია… ვწუხვარ, ჩემპიონატი, რომელიც ოდესღაც რონალდინიოს, რონალდოს, კრიშტიანუსა და მესის ეკუთვნოდათ, ახლა რასისიტებს ეკუთვნით. მშვენიერი ერი, რომელმაც მიმიღო და რომელიც მიყვარს, მსოფლიოში რასისტული ქვეყნის იმიჯის გატანას დათანხმდა. ვწუხვარ, იმ ესპანელების გამო, რომლებიც ამას არ ეთანხმებიან, მაგრამ, დღეს, ბრაზილიაში, ესპანეთი ცნობილია, როგორც რასისტების ქვეყანა. და, სამწუხაროდ, მე არავინ მიცავს. თუმცა, ძლიერი ვარ და რასიზმის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებ. თუნდაც აქიდან შორს,” – წერს ვინისიუსი.
აღნიშნულ პოსტს გამოეხმაურა ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი, რომელიც ვინისიუსის განცხადებით აკარად უკმაყოფილო დარჩა.
"რადგან არავინ აგიხსნათ, თუ რას აკეთებს ლა ლიგა რასიზმის წინააღმდეგ, მე აგიხსნით. ჩვენ ბერჯვერ ვცადეთ ამის გაკეთება, მაგრგამ მაშინაც კი არ გამოჩნდით, როცა თქვენ შემოთავაზებულ თარიღებზე დაგთანხმდით. ვიდრე ლა ლიგის კრიტიკას დაიწყებთ აუცილებელია, რომ რიგ საკითხებში გაერკვეთ. ნუ მოექცევით მანიპულაციის ქვეშ და დარწმუნდით, რომ სრულად გესმით ყველა ჩვენგანის კომპეტენცია." - განაცხადა ხავიერ ტებასმა.