Belive

ვიდალი: ,,მხითარიანი? როგორ შეიძლება, ამ იდიოტმა სანჩესის ნაცვლად ითამაშოს?!''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არტურო ვიდალმა ჩილელ თანამემამულეს, ალექსის სანჩესს, ,,ინტერის’’ დატოვება ურჩია:

,,ალექსის, თუ ახლა ამას ისმენ, გთხოვ, წადი ინტერიდან!

ის ინტერში არ უნდა დაბრუნებულიყო... ისეთ გუნდში უნდა წასულიყო, სადაც თამაშისგან სიამოვნებას მიიღებდა და შეიყვარებდნენ, მაგრამ ჯიუტია!

მხითარიანი? როგორ შეიძლება, ამ იდიოტმა ალექსისის ნაცვლად ითამაშოს?! ის თამაშობს, სანჩესი კი არა... სიგიჟეა!

ალექსისი ბედნიერი მხოლოდ მაშინაა, როცა დრო ეძლევა. მისი თანაგუნდელები მასზე უკეთესები არ არიან, მაგრამ მწვრთნელს ამის გაგება არ სურს.’’ - არტურო ვიდალი

მიმდინარე სეზონში სანჩესის ანგარიშზე ,,ინტერის’’ მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემაა.

ჩილელმა გასული წელი ,,მარსელში’’ გაატარა, სადაც 44 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები