"ვფიქრობ, შეგვიძლია ეს ტურნირი და ჩემპიონთა ლიგა ერთნაირად შევაფასოთ" - ენცო მარესკა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩელსიმ პარი სენ-ჟერმენი 3:0 დაამარცხა. 22-ე და 30-ე წუთებზე კოულ პალმერმა დუბლი შეასრულა, 43 წუთზე კი ჟოაო პედროს გოლი გაატანინა.
მატჩის შემდეგ ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
მე განცდა მაქვს, რომ მომავალში ეს შეჯიბრი ისეთივე მნიშვნელოვანი, ან უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა.
რამდენიმე წლის წინ ძალიან გამიმართლა, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდის სამწვრთნელო შტაბში ვიყავი (მანჩესტერ სიტიში მწვრთნელის ასისტენტი), მაგრამ ეს სხვა ტურნირია, რადგან აქ მსოფლიოს საუკეთესო გუნდები თამაშობენ და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ისინი ერთნაირად შევაფასოთ.
ეს ჩვენთვის დიდი ტრიუმფია და ტურნირის სიმბოლო ჩვენს მაისურზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იქნება გამოსახული, ეს ძალიან საამაყოა.
ჩემი ფეხბურთელების მისამართით მთავარი გზავნილი იყო იმის გაგება, რომ ჩვენ აქ თამაშის მოსაგებად ვიყავით და ვფიქრობ, პირველი 10 წუთის განმავლობაში ეს ვაჩვენეთ, ამან თამაშის მიმდინარეობას ხელი ძალიან შეუწყო.
გოლების გატანა შესანიშნავი გრძნობა იყო, ისევე როგორც ის, თუ რა სულისკვეთებით და მრისხანედ თამაშობდა გუნდი, ფეხბურთელების სათამაშო გეგმა ზუსტი იყო. მე უბრალოდ ვცდილობ, რომ ჩემი საქმე შევასრულო ყოველთვის, როცა მოედანზე გავდივარ და იმედია, გავაგრძელებ. - ენცო მარესკა - ჩელსის მთავარი მწვრთნელი
👀🏆 Enzo Maresca on Club World Cup: “I told my players that this competition will become just as important, or even more important, than the Champions League in the future”. pic.twitter.com/lOYkMzO0X9
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 13, 2025