მბაპე: "პსჟ ჩემ გარეშე უკეთესია? არ მაწუხებს მათი წარმატება"
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპე სანაკრებო შესვენებაზე იმყოფება და იქამდე, სანამ საფრანგეთი ერთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდება, ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა ფრანგულ გამოცემასთან (Le Parisien). მთავარი აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ როგორ თამაშობს "პსჟ" კილიანი გარეშე და რას ფიქრობს ფრანგი სუპერვარსკვლავი "რეალისა" და "პსჟ"-ს პოტენციურ დაპირისპირებაზე.
რეალში ჩემი პირველი სეზონია და მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ კლუბს 150% დავახარჯო. თუ პირველივე წელს ტრებლს (3 მთავარი თასი) მოვიგებ, ეს რაღაც უჩვეულო იქნება.
პსჟ ჩემ გარეშე უკეთ თამაშობს? ნამდვილად არ მაწუხებს მათი წარმატებული სვლა. პირიქით, მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ამ კლუბში 7 წელი გავატარე და შესანიშნავი დრო იყო. როცა შესაძლებლობა მაქვს, მათ თამაშებსაც ვუყურებ.
არ ვფიქრობ იმ სამართლებრივ დავაზე, რომელიც პსჟ-სთან მაქვს, ყველაფერი იურისტების ხელშია. თუ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი გზები გადაიკვეთება, მათ პრეზიდენტს ხელს ჩამოვართმევ, ნასერ ალ-ხელაიფისთან არანაირი პირადი მტრობა არ მაქვს, ბოლო თვეების დაძაბულობა კი საერთოდ სხვა საკითხია - განაცხადა კილიან მბაპემ
რეალისა და პსჟ-ს გზები იმ შემთხვევაში გადაიკვეთება, თუ მადრიდელები "არსენალს" დაამარცხებენ, პსჟ კი "ასტონ ვილას" გააგდებს, ამ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, ევროპაში სულ 4 გუნდია, რომელსაც ტრებლის მოგების შანსი დარჩა: "ინტერი", "ბარსელონა", რეალი და პსჟ.