Belive

ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდინიო, კაკა, ტოტი, ანრი და სხვა ლეგენდები ითამაშებენ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მომავალ ზაფხულს ინგლისში ვეტერან ფეხბურთელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება დაიგეგმა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტურნირის ორგანიზატორი Elite Players Group იქნება.

ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 35 წელზე უფროსი ასაკის ფეხბურთელებს ექნებათ, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში უთამაშიათ ან საკლუბო დონეზე უმაღლეს ლიგაში მინიმუმ 100 შეხვედრა აქვთ ჩატარებული.

მსოფლიო ჩემპიონატზე მუნდიალის მომგები 8 ნაკრები - ბრაზილია, იტალია, გერმანია, არგენტინა, საფრანგეთი, ურუგვაი, ინგლისი და ესპანეთი იასპარეზებენ. ტურნირი ივნისში დაიწყება და თითოეული მატჩი 70-წუთიანი იქნება.

EPG-ის დამფუძნებლები თავიანთი ნაკრების კაპიტნები იქნებიან: სტივ მაკმანამანი (ინგლისი), ესტებან კამბიასო (არგენტინა), ემერსონი (ბრაზილია) კრისტიან კარამბუ (საფრანგეთი), კევინ კურანი (გერმანია), მარკო მატერაცი (იტალია), მიჩელ სალგადო (ესპანეთი), დიეგო ლუგანო (ურუგვაი).

წინასწარ შემადგენლობებში არაერთი ლეგენდა, მათ შორის რონალდინიო, კაკა, რივალდო, რობერტო კარლოსი, ფრანჩესკო ტოტი, ფაბიო კანავარო, კაფუ, ფრენკ ლამპარდი, ტიერი ანრი, კარლეს პუიოლი და დიეგო ფორლანია დასახელებული.

სხვა სტატიები