Belive

ვეტერანი იტალიელი მწვრთნელი: "ნაპოლის კიმი, ოსიმენი და ლობოტკა ლიდერობენ, კვარა კი ჯერ ჩემპიონი არ არის"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გამოცდილმა იტალიელმა მწვრთნელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა, ფრანჩესკო პაოლო სპეკიამ "ნაპოლისა" და "მილანის" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ კომენტარი გააკეთა. 74 წლის სპეციალისტი იტალიურ მედიასთან ჩაწერილ ინტერვიუში ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

"ნაპოლიმ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა მილანში, მხოლოდ გოლი გაუშვა, რადგან ტაქტიკურ დარღვევებს ჩვეულები არ არიან, ეს ისაა, რაც მარიო რუის უნდა გაეკეთებინა.

მაგრამ სპალეტისა და აძურისთვის ტაქტიკურად არაფერი მაქვს სათქმელი, ელმასის არჩევანმაც კი, რომელიც საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარეობდა, დამარწმუნა მის სისწორეში.

ოსიმენის მსგავსი გადამწყვეტი ფეხბურთელის დაბრუნება შესაძლოა ფუნდამენტური აღმოჩნდეს "ნაპოლისთვის". მე უფრო მეტს ვიტყვი, ჩემთვის ნეაპოლში 3 გადამწყვეტი მოთამაშეა: ნიგერიელი, კიმი და ლობოტკა. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის ჯერ არ არის ჩემპიონი. შეიძლება მალე გახდეს, მაგრამ ამისთვის უწყვეტობა სჭირდება", - თქვა პაოლო სპეკიამ.


ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, “ნაპოლის” შემადგენლობაში 33 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

“ნაპოლისა” და “მილანის” მატჩი 18 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები