Belive

ვესლი სნეიდერი : 2010 წელს ოქროს ბურთის მოგებას მე ვიმსახურებდი და არა მესი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ვესლი სნეიდერმა 2010 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსამართლობაა იმ წელს ოქროს ბურთის მესისთვის გადაცემა :

ცოტა უსამართლო იყო, როცა 2010 წელს ოქროს ბურთი მესის გადასცეს და არა მე, მაგრამ არ ვარ ის ადამიანი, ვინც ამის გამო იტირებს. ოქროს ბურთი ინდივიდუალური ჯილდოა, მე კი ყოველთვის გუნდური ტიტულების მოგება მერჩივნა. ჩემპიონთა ლიგასა და ოქროს ბურთს შორის არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, ჩემპიონთა ლიგას ავირჩევდი, რომელიც მოვიგე და ძალიან ბედნიერი ვარ ამით - განაცხადა სნეიდერმა Alhayah TV-სთან ინტერვიუში

2010 წელს მესიმ ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. სნეიდერმა 2010 წლის მუნდიალზე ნიდერლანდები ფინალამდე მიიყვანა, მისმა ინტერმა კი ჩემპიონთა ლიგა, სერია A და იტალიის თასი მოიგო და ისტორიაში პირველად შეასრულა ტრიპლეტი.

სხვა სტატიები