Belive

ვერტონგენი: ,,იტალიელებმა მატჩის ბოლოსკენ გამაღიზიანეს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ნაკრების მცველმა, იან ვერტონგენმა, იტალიასთან წაგებულ მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა:
,,ძალიან იმედგაცრუებული ვარ. პირველი გოლი მატჩის იმ მონაკვეთში გავუშვით, როცა ბურთს ვერ ვფლობდით. წაგება მტკივნეულია, რადგან ეს ტიტულის მოგების კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსია. ვიხილეთ ორი მარტივი გოლი ჩვენს კარში და ჩვენ მიერ გაფუჭებული არაერთი მომენტი. თუმცა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ დამარცხებულები ვართ. არ მინდა, იტალიაზე ბევრი კომპლიმენტი ვთქვა, რადგან მათ მატჩის ბოლოსკენ გამაღიზიანეს (დროის გაყვანით), მაგრამ არც თავის მართლებას ვცდილობ. ორი გაშვებული გოლი ჩვენი დანაშაულია. ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო, ორჯერ ისიც ვიფიქრე, რომ ლუკაკუს გოლი გატანილი ჰქონდა,'' - განაცხადა ვერტონგენმა.
ევრო 2020-ის მეოთხედფინალში იტალიამ ბელგიას 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი 6 ივლისს, ,,უემბლიზე” გაიმართება.

სხვა სტატიები